20 სექტემბერს საქართველოში შესაძლოა ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს – ნახეთ დეტალურად
17 346
გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია – „ნიუპოსტის“ წყარო მთავრობიდან ირწმუნება, რომ ხელისუფლება თბილისის ჩაკეტვის სცენარზე აქტიურად მუშაობს.

მთავრობის ადმინისტრაციდან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ხელისუფლებაში თითქოს შეთანხმდნენ, რომ 20 ივნისისთვისთვის, გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის თავზე დაგეგმილი აქციისთვის დედაქალაქი უნდა ჩაეკეტათ, თუმცა მთავრობის რამდენიმე წევრმა დღეს პოზიცია შეიცვალა და საკორდინაციო საბჭოზე თქვა, რომ „სირცხვილიასა“ და ოპოზიციას აქციის გამართვის საშუალებას მისცემენ, ხოლო მეორე დღესვე თბილისი უნდა ჩაკეტონ, რადგან აქციის დღეს თბილისის ჩაკეტვას „ხელისუფლების ოპონენტები და ოპოზიციურად განწყობილი მედია პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეფუთავს და ახალი სკანდალი აგორდება“. მეტიც, ჩვენი წყაროს ცნობით, მთავრობაში არც იმას გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყანის მასშტაბით გამოაცხადონ, რაც საბოლოო ჯამში არჩევნებს უკავშირდება. სამთავრობო კულუარებში არ მალავენ, რომ ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გეგმით 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები შესაძლოა დეკემბერში ჩაატარონ. თუმცა ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ სცენარს ეპიდემიოლოგები არ ეთანხმებიან, რადგან ისინი ეპიდაფეთქებას სწორედ ნოემბერ-დეკემბერში პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, ქვეყნის აფეთქებამდე ჩაკეტვა უმართავ პროცესებს გამოიწვევს. “ერთია დღეს რას ამბობენ გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე ტელეეთერიდან. ყველას კარგად გვახსოვს მათი განცხადებები, სანამ რუსთაველზე აქცია დაანონსდებოდა. მედიკოსები მეორე ტალღის დაწყებას შემოდგომისთვის ვარაუდობდნენ, თუმცა როგორც კი 20 ივნისის აქცია დაანონსდა, ხელისუფლებისა და ეპიდემიოლოგების რიტორიკა შეიცვალა და ისინი სიტუაციის გაუარესებას უახლოეს დღეებში პროგნოზირებენ” – აცხადებს “ნიუპოსტის” კიდევ ერთი დამოუკიდებელი წყარო.


მსგავსი ამბები

მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების

17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება.17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება. ლიგის შესახებ ვრცლად დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან ისაუბრა....
3X3 კალათბურთში შიდა ქართლის რეგიონალური ჩემპიონატის პრიზიორები

12 და 13 აგვისტოს გორმა 3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში12 და 13 აგვისტოს გორმა 3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის – ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის გუნდები იყვნენ წარმოდგენილნი. მთლიანობაში შეჯიბრებაში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები ქალაქ გორის წარმომადგენლებს ერგოთ....
ბასკონიას გულშემატკივრებმა შენგელია ბოლო ათწლეულის საუკეთესო

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგები, რომელსაცევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგები, რომელსაც უნდა გამოევლინა „ბასკონიას“ ათწლეულის საუკეთესო ათეული....
მიზეზი, რის გამოც ერიკ აბიდალი "ბარსელონაში" დარჩა

ბოლო 2 დღის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ერიკბოლო 2 დღის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის კლუბიდან გაშვება გადაწყვეტილი ამბავი იყო. ამას მიზეზი ჰქონდა - ფრანგმა კარგად აშკარად ვერ იმუშავა, "ბლაუგრანას" სატრანსფერო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს....
მესის გარემოცვა წასვლის სურვილს არც უარყოფს და არც ადასტურებს

ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები დიდი ხანია ვრცელდება.ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები დიდი ხანია ვრცელდება. არგენტინელს მილანის "ინტერს"...
"მილანი" მზადაა - კლუბი მორიგ ფეხბურთელს უშვებს

ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, "მილანი" სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთ მცველს გაუშვებს.ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, "მილანი" სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთ მცველს გაუშვებს....