5 ახალი აკრძალვა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება
44 994
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხის გამო, მთვარობის და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალიდან შემდეგი სახის შეზღუდვები დაწესდება:

1.შეიზღუდება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. ანუ, ხვალიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები თუმცა, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსზე. მთავრობა მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს მაქსიმალურად დაიცვან წესები როგორც 2 მეტრიანი დისტანცა, ასევე პირბადის გამოყენება იქ, სადაც ამის მოთხოვნაა 2. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დაანონსდა თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1 ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო 1 თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“ 3. კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხის გამო, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უქმდება. 4. სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან მომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან აიკრძალება. მოგეხსენებათ, ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც. 5. ასევე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გაუქმდება თბილისობის დღესასწაული, ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა: თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული, ჩვენ კულტურის სამასახურთან ექნება მუშაობა, რათა დაიგეგმოს მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ლაივ რეჟიმში გადაიცემა და ადამიანებს ექნებათ საშუალება ტელევიზიით იხილოს ის კონცერტები, რომლებსაც დავგეგმავთ”


მსგავსი ამბები

მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების

17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება.17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება. ლიგის შესახებ ვრცლად დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან ისაუბრა....
3X3 კალათბურთში შიდა ქართლის რეგიონალური ჩემპიონატის პრიზიორები

12 და 13 აგვისტოს გორმა 3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში12 და 13 აგვისტოს გორმა 3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის – ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის გუნდები იყვნენ წარმოდგენილნი. მთლიანობაში შეჯიბრებაში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები ქალაქ გორის წარმომადგენლებს ერგოთ....
ბასკონიას გულშემატკივრებმა შენგელია ბოლო ათწლეულის საუკეთესო

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგები, რომელსაცევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგები, რომელსაც უნდა გამოევლინა „ბასკონიას“ ათწლეულის საუკეთესო ათეული....
მიზეზი, რის გამოც ერიკ აბიდალი "ბარსელონაში" დარჩა

ბოლო 2 დღის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ერიკბოლო 2 დღის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის კლუბიდან გაშვება გადაწყვეტილი ამბავი იყო. ამას მიზეზი ჰქონდა - ფრანგმა კარგად აშკარად ვერ იმუშავა, "ბლაუგრანას" სატრანსფერო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს....
მესის გარემოცვა წასვლის სურვილს არც უარყოფს და არც ადასტურებს

ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები დიდი ხანია ვრცელდება.ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები დიდი ხანია ვრცელდება. არგენტინელს მილანის "ინტერს"...
"მილანი" მზადაა - კლუბი მორიგ ფეხბურთელს უშვებს

ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, "მილანი" სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთ მცველს გაუშვებს.ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, "მილანი" სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთ მცველს გაუშვებს....