ეს საქმე დიდიხანია უკვე უნდა დახურულიყო, რადგან არსებობს შემდეგი 4 მტკიცებულება - კრიმინოლოგი გიორგი ღლონტი ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე
10 803
საერთაშორისო კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ღლონტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზების დასკვნებს აფასებს:

- არსებობს რამდენიმე მტკიცე­ბულება,­ რომლებიც მიანიშნებს, რომ მოხდა თვითმკვლელობა: 1. დაფიქსირებულია ფაქტი, გოგონამ აფთიაქში შეიძინა წამლები; 2. სარგებლობდა ფსიქოლოგის მომსახურ­ებით; 3. დადასტურებულია, რომ ეძებდა­ ვებსაიტებს, სადაც აღწერილია თვითმკვ­ლელობის მეთოდები; 4. არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომ ეს გოგონა შემთხვევის ადგილამდე მარტო მიდიოდა; 5. არსებობს­ წყლის ბოთლი და აბების ფირფიტები, რომლებიც მანქანაში დ არჩა; 6. ცხედარს არ აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი და შეშუპებები; 7. არსებობს ვიდეო და აუდიომასალა, სადაც გოგონა თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს. ამდენი ფაქტორის ერთობლიობა გვაძლევს ძალიან მაღალი დონის ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ მან თავი მოიკლა. რაღაც გადაღებული ადგილები, ბუზებისა და კოღოების შემოწმება, მანქანის კვალის, ანუ ბიოლოგიური მასალის მოძიება და სხვა დანარჩენი ირიბი მტკიცებულებებია და ამის შემოწმებას არავინ შეუდგება. არსებობს სამედიცინო დასკვნა, სადაც შავით თეთრზე ყველაფერი წერია. გაუგებარია ადვოკატისა და ზოგიერთი ტელეარხისგან ამ საქმის გაზვიადება. - ვიდეოჩანაწერი, სადაც გოგონა თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს, თებერვლით თარი­ღდება. ხომ შესაძლებელია ივლისამდე გადაეფიქრებინა თავის მოკვლა? - ეს სუსტი არგუმენტია, მით უმეტეს,­ ადვოკატისთვის. ამ საქმეში არანაირი დიდი საიდუმლო არ არსებობს, ყველაფერი ნათელია და ყველანაირი ირიბი ფაქტორი, რატომ თებერვალში არ მოიკლა თავი ან რატომ გაიარა 60 კილომეტრიო, ფუჭია, ვინაიდან თვითმკვლელობა არარაციონალ­ური ქმედებაა. 23 წლის ადამიანი თავს რომ იკლავს, რა რაციონალურობას უნდა ელოდო? - დეპრესიული შინაარსის ვიდეო და აუდიოჩანაწერების გარდა, გოგონას არქივში არის ოპტიმისტური ინფორმაციაც.. - გასაგებია, მაგრამ ადამიანს დეპრესია, ფრუსტრაცია აქვს და უარყოფითი ფაქტორები უგროვდება. დგება მომენტი, როცა ეს სერიოზულად მოქმედებს მასზე და შეიძლება თვითმკვლელობა ჩაიდინოს. რამდენი ყოფილა, თვითმკვლელობას აპირებდა, მაგრამ რაღაცით შეფერხებულა, გადაუფიქრებია და გაუგრძელებია ცხოვრება. ხდება პირიქითაც - თუ რაღაცამ ხელი შეუწყო, ჩანაფიქრი ბოლომდე მიჰყავს. გოგონას სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა და ფაქტია, ჩაიდინა კიდეც. - დაცვის მხარემ ახალ გარემოებად საკალმახის ეპიზოდი წარმოადგინა. ამაზე გამოძიება არ უნდა ჩაეტარებინა პროკურატურას? - ეს ყველაფერი კონსპირაციული თეორიებია. გამოვრიცხავ მაღალჩინოსნების მიერ დაგეგმილ მკვლელობას, ამის საბაბი მათ არ ჰქონდათ. ამ გოგონას მთელი ხიბლი და სიმდიდრე იყო მისი ახალგაზრდობა და შეიძლება ამ ამბის უიღბლო სიყვარულთან დაკავშირება. დიდი კონსპირაციული საიდუმლოს მატარებელი ის ვერ იქნებოდა, არანაირი ურთიერთობა მაღალჩინოსნებთან არ ექნებოდა. მე გამოვრიცხავ გოგონას გამოყენებას. 23 წლის ბავშვთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ მაღალჩინოსნებს? რომელ ფულის გათეთრებაში უნდა ჩაერთოთ, არ მესმის. შეიძლება ყველაფერი წარმოვიდგინოთ, მაგრამ ნებისმიერი სასამართლოს ოქროს კანონია, რომ უნდა გქონდეს მტკიცებულებები. სხვა ყველაფერი თეორიებია. განაგრძეთ კითხვა


მსგავსი ამბები

მოთამაშეთა განვითარების ლიგა 17 აგვისტოს დაიწყება (გუნდების

17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება.17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება. ლიგის შესახებ ვრცლად დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან ისაუბრა....
3X3 კალათბურთში შიდა ქართლის რეგიონალური ჩემპიონატის პრიზიორები

12 და 13 აგვისტოს გორმა 3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში12 და 13 აგვისტოს გორმა 3×3 კალათბურთში შიდა ქართლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის – ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის გუნდები იყვნენ წარმოდგენილნი. მთლიანობაში შეჯიბრებაში 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები ქალაქ გორის წარმომადგენლებს ერგოთ....
ბასკონიას გულშემატკივრებმა შენგელია ბოლო ათწლეულის საუკეთესო

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგები, რომელსაცევროლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგები, რომელსაც უნდა გამოევლინა „ბასკონიას“ ათწლეულის საუკეთესო ათეული....
მიზეზი, რის გამოც ერიკ აბიდალი "ბარსელონაში" დარჩა

ბოლო 2 დღის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ერიკბოლო 2 დღის განმავლობაში ისე ჩანდა, თითქოს "ბარსელონას" სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის კლუბიდან გაშვება გადაწყვეტილი ამბავი იყო. ამას მიზეზი ჰქონდა - ფრანგმა კარგად აშკარად ვერ იმუშავა, "ბლაუგრანას" სატრანსფერო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს....
მესის გარემოცვა წასვლის სურვილს არც უარყოფს და არც ადასტურებს

ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები დიდი ხანია ვრცელდება.ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები დიდი ხანია ვრცელდება. არგენტინელს მილანის "ინტერს"...
"მილანი" მზადაა - კლუბი მორიგ ფეხბურთელს უშვებს

ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, "მილანი" სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთ მცველს გაუშვებს.ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, "მილანი" სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთ მცველს გაუშვებს....